სენდვიჩ პანელები
რატომ სენდვიჩ პანელი?
ტრადიციულ მშენებლობასთან შედარებით სენდვიჩ პანელებს შემდეგი უპირატესობები გააჩნია: თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა სენდვიჩ პანელების საუკეთესო თბოიზოლაციის უნარს უზრუნველჰყოფს მისი სპეციალური შიგთავსი, პოლიურეთანის ქაფი. იგი მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯებს, რაც საგრძნობლად ეკონომიურია ბლოკით მშენებლობასთან შედარებით და შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.
კონსტრუქციის სიმსუბუქე - სენდვიჩ პანელი ბევრად მსუბუქია ბლოკთან შედარებით, რის გამოც აღარ საჭიროებს დამატებით საძირკველს. აღნიშნული ასევე ამცირებს საერთო სამშენებლო ხარჯებს, განსაკუთრებით დიდმასშტაბიან პროექტებზე.
მცირე ვადები მშენებლობისთვის - სენდვიჩ პანელებით მშენებლობას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ბლოკით. მობილურობა სენდვიჩ პანელები განსაკუთრებით ეფექტურია დროებითი შენობებისთვის, რადგან მათი მარტივად დაშლა და ხელახლა გამოყენება შეიძლება.
დიზაინი და მრავალფეროვნება - სენდვიჩ პანელებს წარმოდგენილია სხვადასხვა ფერითა და ტექსტურით, რაც საშუალებას გაძლევთ, აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი დიზაინი. ბლოკით მშენებლობა კი ძირითადად მოითხოვს დამატებით დეკორაციას ან ფასადის მოწყობას, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ბიუჯეტურობა სენდვიჩ პანელით მშენებლობის შემთხვევაში მოკლე დრო და ენერგოეფექტურობა საბოლოოდ ხარჯების საგრძნობლად შემცირებას იწვევს.

სახურავის
სენდვიჩ პანელი
კედლის
სენდვიჩ პანელი
